შაქრის გამოყენების 10 უჩვეულო მეთოდი - Gemrielia.ge

შაქრის გამოყენების 10 უჩვეულო მეთოდი


მაგრამ იცოდით, რომ თურმე შაქარს სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაგალითად, აფრიკაში მიიჩნევენ, რომ შაქარს ჭრილობების შეხორცება შეუძლია, არჩენს წყლულებს და ნაწოლებს.

1. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ შაქრის სახვევები კლავს ბაქტერიებს, მას შეუძლია ნებისმიერი წყლულის შეწოვა და ტკივილის დაამება.

2. თუ წიწაკისგან პირი გეწვით, გირჩევთ, ერთი კოვზი შაქარი ჩაიდოთ პირში, ის წვას საერთოდ გააქრობს. თუ დიეტაზე ხართ, მაშინ უბრალოდ არ გადაყლაპოთ.

3. შაქრის სკრაბები რომ ფართოდ გამოიყენება ყველა კოსმეტიკურ სალონში, ეს თითქმის ყველასთვის არის ცნობილი. ასეთი სკრაბის მომზადება სახლშიც შესაძლებელია – შაქრისა და ზეითუნის ზეთის ნარევს დაუმატეთ ნებისმიერი ეთერზეთი, კარგად აურიეთ. ასეთი ნარევი თქვენს კანს სირბილესა და სინაზეს შეჰმატებს.

4. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ თუ პომადაწასმულ ტუჩებზე ფრთხილად შეიყრით ცოტა შაქარს და დაახლოებით ხუთ წუთში ფრთხილად მოიშორებთ, პომადა ბევრად უფრო დიდხანს გაძლებს თქვენს ტუჩებზე.

5. შაქარი არაჩვეულებრივი საშუალებაა ლაქების ამოსაყვანად, მას კარგად ამოჰყავს ბალახის ლაქებიც კი – დაასველეთ დალაქული ადგილი, დააყარეთ შაქარი, დატოვეთ ერთი საათი მაინც და გარეცხეთ. შედეგით განცვიფრებული დარჩებით.

6. თუ ყავის საფქვავში სუნელებს დაფქვავთ, სუნისა და ფერის გასაყვანად ბოლოს შაქარი დაფქვით, ის სრულიად გაასუფთავებს მას.

7. თუ პირი დაიწვით ცხელი სასმლით, მაშინვე ჩაიდეთ ერთი კოვზი შაქარი და ტკივილი გაგივლით.

8. თუ ტუჩებზე პომადას თანაბრად ვერ ისვამთ, მაშინ ჯერ შაქრისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი შეიზილეთ, გაიჩერეთ 30 წამი და ჩამოიბანეთ, ამ პროცედურის შემდეგ ტუჩსაცხი თანაბრად გადანაწილდება.

9. იცით ალბათ, რა ძნელია ხელებიდან მაზუთის მოშორება, ამას ადვილად შეძლებთ თუ ჯერ შაქრისა და ზეთის ნაზავს შეიზელთ, ჩამოიბანთ და შემდეგ საპნით დაიბანთ.

10. ყვავილები უფრო დიდხანს გაძლებს ლარნაკში, თუ წყალში 3 სუფრის კოვზ შაქარს და 2 სუფრის კოვზ ძმარს დაამატებთ.