რატომ არის ყავისფერი ბრინჯი უფრო სასარგებლო,ვიდრე თეთრი?
ყავისფერი ბრინჯი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს ნახშირწყლებს და B ჯგუფის ვიტამინებს. თეთრი ბრინჯი ყავისფერის დამუშავების შედეგად რჩება, თუმცა შემცველობით ყავისფერი ბევრად სჯობს. გაპრიალებით ფერთან ერთად ბრინჯს ბევრი სასარგებლო თვისება შორდება.
ბრინჯს მისი შენახვის ვადის გახანგრძლივების მიზნით აპრიალებენ. ადამიანს ჯანმრთელობისთვის დღეში 38 გრამი უჯრედისი ესაჭიროება. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს მაგნიუმს, მარგანეცსა და თუთიას.
თეთრი ბრინჯი ძალიან უხდება სხვადასხვა თევზეულს, ხორცეულს და ფერად ბოსტნეულს.
ყავისფერი ბრინჯი ამცირებს გულსისხლძრღვთა დაავადებების რისკს, ვინაიდან მისი თვისებები ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს პროცესი ამცირებს ინსულტის და სხვა გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საშიშროებას.
ყავისფერი ბრინჯი გაჯერებულია მიკროელემენტებით, რომლებიც სწორი ნაწლავის კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს.
ყავისფერ ბრინჯში შემავალი ცილები და ნახშირწყლები წარმოქმნის ენერგიას, რომელიც აუცილებელია სრულყოფილი ცხოვრებისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას უწყობს ხელს.
ყავისფერ ბრინჯში შემავალი მაგნიუმი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას, ამსუბუქებს ასთმის შეტევებს, ანელებს თავის ტკივილებს.
მაგნიუმი კუნთებს ტონუსში ყოფნის საშუალებას აძლვს. მაგნიუმი არ უშვებს ნერვებამდე კალციუმს, რითაც ადუნებს კუნთებს.
ჩვენი ძვლების ჯანმრთელობაც დიდწილად მაგნიუმზეა დამოკიდებული. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს B1, B2,B3 და B6 ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვული სისტემას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს.
გახსოვდეთ! ყავისფერი ბრინჯი გაცილებით სასარგებლოა...