სამზარეულოში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები – როგორ გამოვასწოროთ ისინი... - Gemrielia.ge

სამზარეულოში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები – როგორ გამოვასწოროთ ისინი...


• კარტოფილი ჩაგეხარშათ? გადაღვარეთ ზედმეტი წყალი. დადგით ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე და ოდნავ ააორთქლეთ სითხე. მოხარშეთ კიდევ რამდენიმე კარტოფილი, შეურიეთ გადახარშულ კარტოფილს და მოამზადეთ პიურე, დაუმატეთ ნაღების კარაქი.

• თუ ღვიძლი შეწვისას მშრალი და ზედმეტად შემწვარი გამოვიდა, მოასხით ხახვიანი არაჟანი, გააჩერეთ 15 წუთი და ისე მიიტანეთ სუფრაზე.

• კრევეტები შეწვის შემდეგ ფორმას შეინარჩუნებენ, თუ თითეულ მათგანს პატარა ხის ჩხირებით დახვრეტთ.

• გადამლაშებულ ბოსტნეულის რაგუს ეშველება, თუ არაჟანს ან კუბებად დაჭრილ პომიდორს დაუმატებთ.

• თუ მოხარშული თევზი ზედმეტად მარილიანი გამოვიდა, გააცალეთ ფხები და ჩადეთ რძეში ან ხახვითა და სტაფილოთი შეზავებულ პომიდვრის სოუსში.

• თუ საწებელი ან სოუსი ზედმეტად ცხიმიანია, ნაჭრის ხელსახოცში გაახვიეთ ყინულის კუბები, ჩაუშვით სოუსში და მალევე ამოიღეთ. მთელი ცხიმი ხელსახოცზე დარჩება.

• თუ მწვანილეული ან სალათის ფოთლები დაჭკნა და დარბილდა, ჩაალბეთ 10 წუთით ლიმონის წვენისა და წყლის ნაზავში.