რჩევები 98 წლის ბებოსგან: ტოლმა რომ "სამეფო" გამოგივიდეთ - Gemrielia.ge

რჩევები 98 წლის ბებოსგან: ტოლმა რომ "სამეფო" გამოგივიდეთ

ტოლმა კავკასიელი ხალხის უსაყვარლესი კერძია და მის წარმოშობაზე მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი დღემდე დაობს. ტოლმა უყვართ საქართვლოშიც. ყველა დიასახლისმა იცის მისი რამდენიმე ვარიანტი, განსაკუთრებით კი პოპულარულია ტოლმა ვაზის ფოთოლში.


მაგრამ თუ ყველა დიასახლისისთვის ცნობილია მისი ძირითადი ინგრედიენტები, ძალზე ცოტა თუ ფლობს ტოლმის განსაკუთრებული გემოსა და არომატის საიდუმლოს.

ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც 98 წლის ქალბატონისგან მოვისმინეთ და რომლის კულინარიულ ხელოვნებაში ეჭვი არ გვეპარება, რათა "სამეფო ტოლმის" ხელოვნებას თქვენც დაეუფლოთ.

მაშ ასე: კარგი ტოლმისთვის აუცილებელია ძროხის ხორცს შეურიოთ ღორის ხორციც (ცოტა მსუქანი) პროპორციით: 1/2 (ანუ ღორის უფრო მეტი), ასე ტოლის ფარში არა გამომშრალი, არამედ უფრო ნაზი წვნიანი გამოვა.

სასურველია გამოიყენოთ მრგვალი ბრინჯი, ოღონდ არ გადაამეტოთ მის რაოდენობას, რათა საბოლოოდ მარტო ბრინჯით გამოტენილი ტოლმა არ შეგრჩეთ ხელში.

რაც შეეხება მწვანილს და სანელებლებს, ხახვის, ქინძის, ოხრახუშის, წიწაკის, ხმელი სუნელების პარალელურად, ტოლმის ფარშში აუცილებლად დაუმატეთ რეჰანი (მათ შორის ხმელიც) და ტარხუნა (თუ ნედლი არ გაქვთ, ხმელი), რომელსაც განსაკუთრებულად პიკანტური არომატი შემოაქვს კერძში.

და ბოლოს, ტომატ-პასტასთან ერთად არ დაგავიწყდეთ კომშის რამდენიმე ნაჭრის ჩალაგება ხარშვის დროს. ეს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს თქვენი კერძის გემოსა და არომატს.