ბებოს რჩევები: ღვინის გამოყენების 8 უჩვეულო მეთოდი - Gemrielia.ge

ბებოს რჩევები: ღვინის გამოყენების 8 უჩვეულო მეთოდი


1. თუ შემთხვევით ვადაგასულ თეთრ ღვინოს აღმოაჩენთ, გამოიყენეთ ის მინის ნაკეთობებისა და ფანჯრების საწმენდად.

2.
წითელი ღვინო შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებად გვევლინებიან. დაასველეთ ბამბა წითელ ღვინოში და დაიმუშავეთ სახე, ის კანს გლუვს გახდის და სიმკვრივეს დაუბრუნებს.

3.
თუ წითელი ღვინო შემთხვევით სამოსზე ან ავეჯზე დაგესხათ, ლაქის ამოსაყვანად თეთრი ღვინო დაგეხმარებათ. თეთრ ღვინოს მაღალი მჟავიანობა ახასიათებს, რაც ეფექტურია ლაქების მოსაცილებლად. თეთრი ღვინო კარგად უმკლავდება ცხიმის ლაქებსაც.

4.
წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა თმისთვის, ის აჩერებს თმის ცვენას და არბილებს მას. იტალიელი ქალბატონები ხშირად ივლებენ წითელ ღვინოს თავის დაბანის შემდეგ.

5.
ღვინით შესაძლებელია ხილის დეზინფექციის გაკეთებაც. მშრალ ღვინოს აქვს ანტიმიკრობული თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ხილისა და კენკრის დამუშავებისთვის ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ღვინოს წყალბადის ზეჟანგის ჩანაცვლება შეუძლია.

6.
ქინქლებისგან გათავისუფლების პოპულარულ მეთოდად ვაშლის ძმარი ითვლება, თუმცა ღვინის სუნი არანაკლებ ეფექტურად იზიდავს მწერებს. გააკეთეთ ქაღალდის ძაბრი და მოათავსეთ ღვინიან ქილაში.

7.
იმის გამო, რომ ღვინო ანტიოქსიდანტებს- ფლავონოიდებს შეიცავს, ის აჩქარებს დაბეჟილობების და ჩალურჯებული ადგილების მოშუშებას. თუ ხელთ ყინული არ აღმოგაჩნდათ, გაიკეთეთ ღვინის კომპრესი.

8.
ღვინო სასუქის ნაცვლად! მებაღეებმა ალბათ უკვე იციან, რომ წითელ ღვინოს თავისუფლად შეუძლია სასუქის ჩანაცვლება. რამდენიმე წვეთი ღვინო ნიადაგს გაანოყივრებს, რაც ხელს შეუწყობს სწრაფ ზრდას.