კოქტეილი, რომელიც ყველაზე ეფექტურად წვავს ცხიმს - წვრილი წელი და ბრტყელი მუცელი ერთ თვეში!
ყველასათვის ცნობილია: იმისათვის, რომ წონაში დავიკლოთ და ამასთან შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები, აუცილებელია კვების გარკვეული რეჟიმის დაცვა და რეგულარული ვარჯიში.
ჩვენ კი გთავაზობთ შიმშილისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გემრიელი სასმლით დაიკლოთ წონაში.
ცხიმისმწველი კოქტეილი თაფლისა და დარიჩინისგან
ინგრედიენტები:
2/3 ჭიქა ადუღებული წყალი
1 ჩ/კ თაფლი
1 ს/კ გახეხილი ჯანჯაფილი
1/2 ჩ/კ დარიჩინი
ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
თბილ, ანადუღარ წყალში გახსენით თაფლი, დაუმატეთ დარიჩინი, ჯანჯაფილი და ლიმონის წვენი.
შედგით კოქტეილი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით.
გამოიღეთ, მოურიეთ და გააჩერეთ სასმელი 1 წუთის განმავლობაში.
სვით კოქტეილი დღესი 2-ჯერ: დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე და საღამოს – დაძინებამდე.