სასმელი, რომელიც წმენდს თირკმელს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს - Gemrielia.ge

სასმელი, რომელიც წმენდს თირკმელს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს

ეს ლალისფერი სმუზი საოცრად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და  სადილის შესანიშნავი ალტერნატივაც კი არის.

ჭარხლის წვენს მოტკბო-მომწარო გემო აქვს, რომელიც შესაძლებელია შეავსოთ მზესუმზირით, გოგრის თესლით და ნიგვზით.

 

ჭარხალში შემავალი ქოლორი ასუფთავებს თირკმლებს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, ასევე ასეტიმულირებს ლიმფურ სისტემას. ჭარხალს კალციუმისა და ნატრიუმის უნიკალური პროპორციები აქვს – 1:10-ზე, რაც სისხლძარღვებში დაგროვებული კალცის გახსნას უწყობს ხელს, ეს კი თავის მხრივ ვარიკოზისა და ვენების დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

იოდი, მარგანეცი, თაფლი, თუთია – ყველა ეს ნივთიერება კი სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათ ცვლასა და სასქესო ფუნქციების აღდგენას უწყობს ხელს. რკინა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჭარხალი, დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლის შემცველობაზე, კერძოდ კი ერითროციტების წარმოქმნაზე. თუთია ააქტიურებს ინსულინის მოქმედებას, აუმჯობესებს მხედველობას.

ჭარხლის წვენის მიღების შემთხვევაში ადამიანის გამძლეობა 16 %-ით იწევა, წვენში შემავალი მარილების წყალობით კი ორგანიზმი ენერგიეს ინარჩუნებს. ამიტომაც ამ სმუზის მიღებას ურჩევენ სპორტსმენებს: ის ერთგვარი დოპინგია.


გარდა ამისა, ჭარხლის წვენი...

*აახალგაზრდავებს და აუმჯობესებს კანის ფერს.

*გაკლებინებთ წონაში.

*ორგანიზმს იცავს ვირუსებისგან;

*სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის დროს;

*ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან;

ინგრედიენტები:

1 დიდი ჭარხალი;

1 დიდი პამიდორი;

1 წიწაკა ჩილი;

სალათა, რუკოლა;

2 ს/კ ლიმონის წვენი;

50 მლ წყალი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და სასურველი სანელებლები.

ჯანმრთელობას გისურვებთ!