ბროწეულის სამკურნალო თვისებები და როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი
ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებ მომთხოვნია, კარგად ხარობს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ღრმა თიხნარ ნიადაგებზე. ყინვაგამძლეა, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვენისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და ჩ ვიტამინს შეიცავს, ამზადებენ სიროფს, სასმელებს, სანელებელს.
ბროწეულის ღეროს, ტოტებსა და ფესვებს, ალკალოიდებით მდიდარ გამხმარი ქერქის ნახარშსა და ექსტრატს სამკურნალოდ იყენებენ. ნაყოფის კანით ზოგჯერ კოლიტს მკურნალობენ. ფოთოლი, ფესვისა და ღეროს ქერქი, ნაყოფის კანი დიდი რაოდენობით (32%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც იხმარება ტყავის წარმოებაში და საღებავების დასამზადებლად. წითელი, ყვითელი ან თეთრი ბროწეული გამოყენებულია დეკორატიულ მებაღეობაში.
ბროწეულის ნაყოფში არის C და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.
როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი და სალათა ბროცეულის რეცეპტი იხილეთ...