ცხიმისმწველი მწვანე კოქტეილი - Gemrielia.ge

ცხიმისმწველი მწვანე კოქტეილი


თუკი ამ კოქტეილს ცოტა ვარჯიშსაც შეაშველებთ, შედეგი საოცარი იქნება!

ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):


1 საშუალო ზომის კივი;

ლიმონის 2 ნაჭერი (ცედრასთან ერთად);

7-10 ღერი ოხრახუში (ღერები მოაჭერით);

6-8 ღერი პიტნა;

100 მლ მინერალური წყალი (გაზის გარეშე);

სურვილსამებრ 1-2 ჩ/კ თაფლი (მაგრამ არა შაქარი).

მომზადების წესი:

გაფცქვენიდა და დაჭერით 4-5 ნაწილად კივი, მოათავსეთ ბლენდერში.

აქვე ჩააგდეთ ლიმონის ორი თხელი ნაჭერი და დაჭრილი ოხრახუში.

ჩაუმატეთ ბლენდერში პიტნის ფოთლები (ღერები არა). სურვილისამებრ დაუმატეთ თაფლი.

დაუმატეთ წყალი და დააბლენდერეთ, სანამ თხელი პიურეს მასას არ მიიღებთ.

გადმოასხით ბოკალში და დატკბით უგემრიელესი კოქტეილით.

მნიშვნელოვანია, დალიოთ მაშინვე!