რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად სამზარეულოს დაგეგმვის დროს - Gemrielia.ge

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად სამზარეულოს დაგეგმვის დროს


ჩვენ შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სამზარეულო იყოს მოხერხებული, კომფორტული და გემოვნებიანი.

ძირითადი შეცდომები, რომელთაც სამზარეულოს მოწყობის დროს უშვებენ ხოლმე

იატაკი

სამზარეულო ის ადგილია, სადაც ხშირად ვასრულებთ ისეთ მოქმედებებს, რომელთა შედეგად იატაკი ისვრება, ცხიმიანდება, ხშირია შემთხვევბი, როდესაც იატაკზე რაღაც ეცემა. მოკლედ, იატაკი ხდება აგრესიულო მოქმედებების ადგილი.
GEMRIELIA
სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე არ გამოდგება იატაკის ისეთი ზედაპირი, როგორიც არის:

1.ლამინატი, რადგან ნესტის შედეგად მისი ნაწიბურები დეფორმაციას განიცდის;

2.ხის იატაკი ან პარკეტი, რადგან ეს მატერია იწოვს ნესტს, ცხიმის ლაქებს, ვერ იტანს ქიმიური საშუალებებით დამუშავებას;

3. იაფფასიანი კერამიკული ფილები, რადგან ის ვერ უძლებს დიდი ქვაბების და სხვა ნაკრებების ვარდნის სიმძიმეს და ხშირად იბზარება.

სამზარეულოს იატაკის მოსაპირკეთებლად გირჩევთ გამოიყენოთ კარგი ხარისხის კერამიკული ფილები ან კერამოგრანიტი. თუ მაინცდამაინც ხის იატაკის ხილვა გსურთ, გირჩევთ ერთმანეთს ორი სახეობის ხე შეურიოთ, ან, სამუშაო ზონასთან შეგიძლიათ გააკეთოთ კერამოგრანიტი, სასადილო ზონაში კი ლამინატი ან ხის პარკეტი.

განათება
GEMRIELIA
ყურადღება მიაქციეთ განათებას სამზარეულოში, განსაკუთრებით განათებას სამუშაო ზონაში, რადგან თუ ამ ადგილას არ ექნება კარგი განათება, გარდა იმისა რომ დაზარალდება თქვენი მომზადებული კერძი, საფრთხე დაემუქრება თქვენს თვალებს, კისერსა და ზურგს.

თუ ვერ მოხერხდა მანათობლის ავეჯში ჩამონტაჟება, შეგიძლიათ დამატებითი განათების წყარო შექმნათ ჩამოსაკიდი ბრის, ან თუნდაც დასადგამი სანათის მეშვეობით.

მიკროტალღური ღუმელი გაზქურის თავზე

GEMRIELIA
ამ ნივთის ასეთი განთვსება, როგორც მინიმუმ, უცნაურია. გარდა ამისა, მიკროტალღურის იერსახე, გარეთა ფასადი აუცილებლად შეილახება და დაზარალდება გაზქურიდან გავრცელებული ცხიმის შხეფებით.

გაზქურის თავზე სასურველია დაამონტაჟოთ, ძლიერი, ხარისხიანი გამწოვი, მიკროტალღურ ღუმელს კი თავისუფლად შეგიძლიათ მიუჩინოთ ადგილი კარადაში, ბუფეტზე ან სულაც რომელიმე თაროზე.სრულად