თქვენთვის ამის ცოდნა აუცილებელია, თუკი დარიჩინს პაკეტებში ყიდულობთ!

იმისათვის, რომ დარიჩინმა ორგანიზმს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს და კერძს განუმეორებელი არომატი მიანიჭოს, აუცილებელია რამდენიმე პირობის შესრულება. გამოიყენეთ თქვენი კულინარიული შედევრებისთვის ახალი სანელებელი: რაც უფრო დიდხანს ინახავთ სუნელს, მით ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს ის.

გარდა ამისა, აჯობებს შეიძინოთ დარიჩინის ჩხირები და თავად დაფქვათ ის ბლენდერით ან ყავის საფქვავით. საქმე ისაა, რომ დარიჩინის სხვადასხვა სახეობის არსებობს და თქვენ ვერანაირად ვერ მიხვდებით, რომელს ყიდულობთ, როცა დაფქულსა და დაფასოებულ სანელებელს ირჩევთ.

ცეილონური დარიჩინი ბევრად ღია ფერის არის და ძალიან მკვეთრი, მოტკბო-მომწარო არომატით გამოირჩევა. ინდონეზიური დარიჩინი, რომელსაც ხშირად "ყალბს" უწოდებენ, - უფრო ჩამქრალი, მუქი-წითელი შეფერილობისაა და ძლიერი არომატიც აქვს.

როცა დარიჩინის ჩხირებს ყიდულობთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის ცეილონური იყოს: ბევრად უფრო სასარგებლოა.

თუკი გსურთ, დაადგინოთ, ნამდვილია თუ არა დარიჩინი, აიღეთ ცალკე მწიკვი დარიჩინი და დააწვეთეთ მასზე წვეთი იოდი. ცეილონური დარიჩინი ოდნავ შეიღებება, ხოლო ინდონესიური მაშინვე მკვეთრად გალურჯდება: რადგან მასში დიდი რაოდენობით სახამებელია.
GEMRIELIA
დარიჩინის სასარგებლო თვისებები:

1. მწიკვი დარიჩინი შეიწავს მარგანეცის, რკინისა და კალციუმის დღიურ ნორმას. ეს სასარგებლო ნივთიერებები მთლიანად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

2. დარიჩინი – ბუნებრივი ანტიკოაგულანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც ვრიკოზული ვენების გაგანიერებისკენ აქვს მიდრეკილება.

3. დარიჩინის ანტიბაქტერიული თვისებები უმკლავდება სხვადასხვა ინფექციებს. ამ სანელებელში შემავალი ნივთიერებები ანადგურებენ დაავადების წარმომქმნელ ბაქტერიებსა და სოკოებს.

4. დარიჩინი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, რაც საუკეთესო პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს წარმოქმნის.

5. დარიჩინი სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს, იცავს თავის ტვინის სისხლძარღვებს და შინაგან ორგანოებს.

6. დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლისმს და წონაში კლების საუკეთესო საშუალებაა. საკმარისია უზმოზე დალიოთ თბილ წყალში გახსნილი მწიკვი მარილი და ორგანიზმში ყველა პროცესი სწრაფად წარიმართება ბუნებრივი სტიმულატორის დახმარებით!

რამდენიმე რეცეპტი დარიჩინით

ვაშლის ნაჭერი ნიგვზითა და დაფქული დარიჩინით – საუკეთესო წასახემსებელია, რომელსაც ყველას გირჩევთ, რომ გასინჯოთ! თუკი ჩვეულ ბუტერბროდს ამ სასარგებლო ჩაროზით ჩაანაცვლებთ, თქვენს ორგანიზმს უდიდეს პატივს დასდებთ.

ასევე ძალიან სასარგებლოა ჩაი რძითა და დარიჩინით ან თბილი რძე დარიჩინითა და თაფლით: ეს სასემელები არა მხოლოდ ყველა ორგანოს მდგომარეობას აუმჯობესებს, არამედ ამაღლებს იმუნურ სისტემას და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე!

ბევრ დიასახლისს ვერ წარმოუდგენია თავისი სამზარეულო დარიჩინის სანელებლის გარეშე. ჩაის, ყავის, ნამცხვრების, ხილის სალათებისა და ხორცის ცხარე სოუსებისთვისაც კი ეს სანელებელი აქტიურად გამოიყენება!
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:07 p.m.
ნანახია: 35052