7 პროდუქტი, რომელიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ
მაგრამ მოდი, ვიყოთ გულახდილები, საუზმეს ყველა არ მიირთმევს, ან თუკი რაიმეს მიირთმევენ, ის ალბათ შვრიის ფაფა არ არის.ზოგიერთი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ უზმოზე მივირთმევთ, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მირთმევაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
1. ციტრუსები
ალბათ ბევრ ფილმსა თუ ვიდეორგოლში გინახავთ, როგორ მიირთმევს მთავარი გმირი დილით ფორთოხლის წვენს – ეს თითქოს წარმატებული ადამიანის ერთგვარი იმიჯია, რომლის ნახვასაც ჩვენ ეკრანზე მივეჩვიეთ. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება. ციტრუსი და მისი წვენი მშიერ კუჭზე, შესაძლოა, გასტრიტისა და ალერგიის მიზეზი გახდეს.
2. ბანანი
ბანანი – ეს უკვე დიდი ხანია აღარ არის ეგზოტიკური ხილი და ჩვენი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა. სამწუხაროდ, მას ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლობა არ მოაქვს.ბანანი ნელა გადამუშავდება. ამიტომაც თუკი მას ჭამის წინ მიირთმევთ, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, რომელსაც უსიამოვნო შეგრძნებები მოყვება. ექიმები გვირჩევენ, მივირთვათ ეს ხილი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
3. უმი ბოსტნეული
მჟავებმა, რომლებსაც უმი ბოსტნეული შეიცავს შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. Aმიტომაც ამ პროდუქტების უზმოზე მიღება არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ადამიანებისთვის, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ.
4. იოგურტი
უზმოზე მიღებულ იოგურტს იგივე უსიამოვნების გამოწვევა შეუძლია, რაც, მაგალითად, ციტრუსებს. ორგანიზმს დილით დამატებითი ბაქტერიები არ ჭირდება. იოგურტი აჯობებს მიიღოთ ჭამიდან ორი საათის შემდეგ ან ძილის წინ.
5. ცივი წყალი
წყალი – სიცოცხლის წყაროა და საკვების კარგი მონელებისთვის ამ სითხის საკმარისი რაოდენობის მიღებაა საჭირო. მაგრამ ეს აქსიომა ეხება მხოლოდ ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილ წყალს. ცივი წყალი, პირიქით, უარყოფითად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყლის საჭმლისთვის მიყოლება. დილიდან კი ცივი წყლის მიღება სარგებელს არ მოგიტანთ, მხოლოდ შეანელებს საჭმლის მონელების პროცესს.
6. ტკბილი
კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია დილიდან საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამოყოფა, ამიტომაც მისი ტკბილეულით "გადატვირთვა" დილიდან – ეს ჯანმრთელობისთვის ნამდვილი დანაშაულია.თუკი ხშირად მიირთმევთ დილით ტკბილს, სისხლში შაქრის დონე აგიწევთ. მომავალში კი შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, შაქრის დიაბეტი!7. ყავაარომატული ყავა – დილის საყვარელი სასმელია ბევრისთვის! ალბათ ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც დაულევია უზმოზე ყავა. არადა, ეს ძალიან ცუდია.ყავა აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტის. ამ სასმლის უზმოზე მიღება უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე, რომელსაც სერიოზული სამუშაოს შესრულება მოუწევს ორგანიზმის გასაწმენდად მაშინ, როცა ორგანიზმმა ჯერ კიდევ ეს-ესაა გაიღვიძა.სწორი კვება დილიდან – მყარი ჯანმრთელობის გარანტია. ამიტომაც გირჩევთ, ჩაინიშნოთ ეს ამ პროდუქტების სია და თავი შეიკავოთ დილიდან ამ პროდუქტების მიღებისგან