შეფ-მზარეულის საიდუმლო მეთოდი, როგორ დავუმატოთ კერძებს სუნელები! - Gemrielia.ge

შეფ-მზარეულის საიდუმლო მეთოდი, როგორ დავუმატოთ კერძებს სუნელები!


ცნობილი შეფ-მზარეული გვრჩევს, გამოვიყენოთ მხოლოდ დაუფქვავი, მთელ-მთელი სანელებლები. ისინი ბევრად არომატულია დაფქულზე, უფრო დიდხანსაც ინახება და მიკროელემენტების უდიდესი წყაროა!

იმისათვის, რომ სანელებლები განსაკუთებით არომატული იყოს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი მარტივი ხრიკი.

რატომ უნდა მოვხრაკოთ სანელებლები


სცადეთ სანელებლების ზეთში მოხრაკვა იქამე, სანამ ძირითად კერძს დაუმატებდეთ. შემდეგ ეს ზეთი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში გამოიყენოთ და ნახავთ, რა განუმეორებელ გემოს შეიძენს თქვენი შემოქმედება.

ამ ხრიკის მეშვეობით, სანელებლების ნამდვილ გემოს გაიგებთ და კერძი საოცარ პიკანტურ გემოს შეიძენს! ჯანჯაფილი, პილპილის მარცვალი, ქონდარი, კარდამონი და სხვა სანელებლებ მოხრაკეთ წინასწარ ზეთში და შემდეგ ისე დაუმატეთ კერძს.

თუ უცხიმოთ ამზადებთ საჭმელს, შეგიძლიათ უბრალოდ, მშრალად მოხრაკოთ სანლებლები სპეციალურ ტაფაში ან სქელძირიან ქვაბში.
ხრაკეთ დაუფქვავი სანელებლები, ბალახები მაღალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში.
GEMRIELIA
აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი და თქვენ მართლაც აღარასოდეს დაუმატებთ კერძებს დაფქულ სუნელებს.