სისხლში შაქრის დონის დასაწევი სუპერ-სასმელი გოგრის თესლისგან - Gemrielia.ge

სისხლში შაქრის დონის დასაწევი სუპერ-სასმელი გოგრის თესლისგან



სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


1 ჭიქა გაფცქვნილი (მოუხალავი) გოგრის თესლი;

წყალი;

1/2 ჩ/კ დარიჩინი

1/4 ჩ/კ მუსკატის კაკალი;

3-4 ცალი ფინიკი;

ვანილი.

მომზადების წესი:

ჩაალბეთ გოგრის თესლი წყალში 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ წყალი. მოათავსეთ გოგრის თესლი ბლენდერში, დაასხით 4 ჭიქა წყალი, ათქვიფეთ, შემდეგ კი გაწურეთ.

გადაიტანეთ მიღებული რძე უკან ბლენდერში და დაუმატეთ სანელებლები. კიდევ დააბლენდერეთ, მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. შეინახეთ რძე მაცივარში. სვით დღეში თითო ჭიქა.