პროექტის შესახებ

"მასტერშეფი" - მსოფლიოში პოპულარ­ლი, რეიტინგული, ერთერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუ ქართულ ტელესივრცეში, "პირველ არხზე" 18 მაისიდან გამოჩნდება.

"მასტერშეფი" ყველაზე ცეცხლოვანი და დინამიკური კულინარიული გადაცემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ. ის აშშ-ში პოპულარული პროგრამების რეიტინგებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს და მაყურებელიც არცერთ სეზონს არ ღალატობს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მზარეულები "მასტერშეფის" ტიტულისთვის არამხოლოდ იმ პრიზის გამო იბრძვიან, რაც ფინალურ ტურში ელით, არამედ სახელისა და დიდებისთვისაც, რასაც გამარჯვება მოუტანთ.
ავსტრალიასა და აშშ-ში არსებობს მაგალითები, როცა გამარჯვებულებმა ბრწყინვალე კარიერა ააწყეს და საკუთარი რესტორნებიც გახსნეს, რომელიც სტუმრების ნაკლებობას არასდროს არ განიცდის.

"მასტერშეფი" უმაღლეს სტანდარტს ითხოვს, რომელიც მოყვარულმა მზარეულმაც კი უნდა დააკმაყოფილოს, შესაბამისად, კონკურსის მიმდინარე-ობისას მონაწილე დღითიდღე ვითარდება, ახალ უნარებს იძენს და საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აღმოაჩენს. "მასტერშეფი" კი სწორედ ის გახდება, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, გაუძლებს ყველაზე კომპეტენტური ჟიურის კრიტიკას, მოამზადებს ვიზუალურად მიმზიდველ, გემრიელ კერძებს და საბოლოო ჯამში, აღიარებენ, როგორც პროფესიონალ მზარეულს.