შეურიეთ ორივე სახის ფარში, დაამატეთ კვერცხი, წიწაკა, დაჭრილი ხახვი და ნიორი. ტაფაზე დააფინეთ ფოლგა ან პერგამენტი. სიგრძეზე დადეთ ფარშის მესამედი. მოხარშული კვერცხები შუაზე გაჭერით (შეგიძლიათ მთლიანიც დატოვოთ) და ფარშზე დაალაგეთ, ზემოდან კი დარჩენილი ხორცი გადააფარეთ და რულეტის ფორმა მიეცით.შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთი.*ფარშში შეგიძლიათ გახეხილი სტაფილოც დაამატოთ.