წვრილად დაჭრილი ხახვი წინასწარ მოვშუშოთ და დავამატოთ ფარშს. ასევე დავამატოთ ნიორი, წიწაკა, მარილი, რძეში დამბალი, შემდეგ კი დაქუცმაცებული პური და კვერცხი. კარგად ავურიოთ. ფარშის მესამედი დავდოთ ფოლგაჩაფენილ ტაფაზე, დავალაგოთ დაჭრილი ყველი, შემდეგ ისევ ფარში. ზემოდან შემოვახვიოთ ბეკონის ნაჭრები.შევწვათ 190 გრადუსზე 50 წუთი.