პირველ რიგში, ჟელატინი 1 ჭიქა წყალში დავალბოთ, შემდეგ გავადნოთ და გავაგრილოთ.კრეკერები დავტეხოთ, შოკოლადი დავჭრათ. ავთქვიფოთ არაჟანი და შაქარი, დავამატოთ ჟელატინი, დატეხილი კრეკერები, ქიშმიში, შოკოლადი და კარგად ავურიოთ.გადავიტანოთ ეს მასა გვერდებ მოსახსნელ ფორმაში და მაცივარში გავაციოთ. ყირძნის გარდა, შეგვიძლია სხვა ხილით მოვრთოთ. ყურძნის მარცვლები კი შუაზე გადავჭრათ, დავალაგოთ ნამცხვარზესწრაფად ხსნადი მზა ჟელე მოვამზადოთ ინსტრუქციის თანახმად და დავასხათ ზემოდან.ისევ შევაბრუნოთ მაცივარში ცოტა ხნით, სანამ ჟელე გამაგრდება.