დავალბოთ ჟელატინი 50 მლ წყალში.მოვხარშოთ ყავა.ნაღებს შევურიოთ შაქარი და რძე, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცოტა გავაგრილოთ, დავამატოთ ყავა, შესქელებული რძე და გადაწურული ჟელატინი.ვურიოთ სანამ ჟელატინი და შესქელებული რძე მთლიანად არ გაიხსნება. ჩავასხათ ფორმებში, გავაგრილოთ და შევდგათ მაცივარშიმზა პანა კოტა ადვილად რომ გადმოვიღოთ ფორმიდან, საჭიროა რამდენიმე წამით ცხელ წყალში ჩავდოთ ფორმის ძირი და შემდეგ თეფშზე გადმოვაბრუნოთ.შეგვიძლია პირდაპირ ფორმებით მივიტანოთ სუფრასთან, გადმობრუნების გარეშე.