დაბრაწული კარტოფილი მაკდონალდსის რეცეპტით
დაბრაწული კარტოფილი მაკდონალდსის რეცეპტით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მსხვილად დაჭრილი კარტოფილი გემრიელი სანელებლებით თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში

ინგრედიენტები

  • კურკუმა - 1/2 ჩ.კ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • პაპრიკა - 1/2 ჩ.კ
  • კარი - 1/2 ჩ.კ
  • კარტოფილი - 5-6 ცალი
  • ზეთი - 5 ს.კ
  • მარილი
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე.

კარტოფილი კარგად გავრეცხოთ უხეში ღრუბლით, შევამშრალოთ და 8 ნაჭრად გავჭრათ .

წინასწარ შევურიოთ ყველა სანელებელი და მარილი. აქედა 1 ჩ.კ დავამატოთ ზეთში, დანარჩენი პირდაპირ კარტოფილს უნდა მოვაყაროთ.

ტაფას წავუსვათ ზეთი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ სუნელებიან ზეთში და დავდოთ ტაფაზე კანით ქვემოთ. ზემოდან მოვაყაროთ სუნელები. შევდოთ კარტოფილები გახურებულ ღუმელში, თუ ნახევარი საათის შემდეგ ისე გამოიყურება, როგორც ფოტოზე, ესე იგი მზადაა, თუ არა და გავაგრძელოთ შეწვა.



.