კომბოსტოს ბრაწულა - მსუბუქი და გემრიელი კერძი
კომბოსტოს ბრაწულა - მსუბუქი და გემრიელი კერძი
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1
  • სტაფილო - 1
  • რძე - 150 გ
  • კვერცხი - 2
  • კომბოსტო - 500 გ
  • კარაქი - 50 გ
მომზადების წესები
კომბოსტო თხლად დავკეპოთ, სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად. ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი, ჩავყაროთ ბოსტნეული და ჩავშუსოთ რამდენიმე წუთი, სანამ სითხე არ აორთქლდება. შემდეგ ჩავამატოთ კარაქი და მოვხრაკოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი.

მოშუშული კომბოსტო გადავიტანოთ ღუმელის ფორმაში.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი და რძე, დავამატოთ მარილი, პილპილი. დავასხათ  კომბოსტოს და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
ტეგები:
კვერცხი რძე კომბოსტო ბოსტნეული ნანახია: 18433