ძეხვიანი კექსი - შესანიშნავი საუზმეული
ძეხვიანი კექსი - შესანიშნავი საუზმეული
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს შესანიშნავი კექსი   რაღაც საშუალოა საუზმეულს, მეორე  კერძსა და ძეხვს შორის. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან, დადოთ სადღესასწაულო სუფრაზე, როგორც აპერიტივი ან მიირთვათ ბუტერბროდის სახით. ეს უნივერსალური კექსი სწრაფად და ადვილად მზადდება

ინგრედიენტები

  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 3
  • თეთრი ღვინო - 50 მლ
  • არაჟანი - 150 გ
  • ყველი - 150 გ
  • დაკონსერვებული ან მოხარშული ლობიო - 350 გ
  • ძეხვი, ლორი - 350 გ
  • ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ
  • სოდა ძმრით - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ძეხვი და ყველი კუბიკებად დაჭერით.  დაამატეთ გადაწურული ლობიო, დაჭრილი კამა.

ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი. დაამატეთ სოდა, მარილი, ღვინო, ქონდარი, პილპილი. შეურიეთ ფქვილიც. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი ინგრედიენტები. 

გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დახლოებით 40 წუთი.

თუ ღვინო არ გაქვთ, მის ნაცვლად ისევ არაჟანი დაამატეთ
ტეგები:
კექსი ყველი ლობიო ძეხვი ნანახია: 27630