გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. რძის ან წყლის ნაცვლად მაწვნის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ გათბობის გარეშე. დაფშვენით ჭყინტი და ცხიმიანი ყველი, თუ საჭიროა მოაყარეთ ცოტა მარილი. კარგ ყველს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებით კვერცხის ან ცხიმის შერევა. ცომი და ყველი თანაბარ გუნდებად გააყავით. ცომს აცალეთ ხელახალი ამოფუება 10-15 წუთით.შემდეგ გააბრტყელეთ, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხში არეული გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში და გამოაცხეთ სანამ არ დაიბრაწება