ყველაზე გემრიელი მეგრული ხაჭაპური
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 2
  • მარილი
  • კარაქი ან მარგარინი - 5 ს.კ. დარბილებული
  • საფუარი - 3 ს.კ
  • რძე - 500 მლ
  • ყველი - 1 კგ, ჭყინტი და ცხიმიანი
  • ფქვილი - 1 კგ
  • ცოტა ყველი და 1-2 კვერცხი ზემოდან მოსასმელად
მომზადების წესები

გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და მოზილეთ ცომი. შეაზილეთ ცხიმი. დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. რძის ან წყლის ნაცვლად მაწვნის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ გათბობის გარეშე.

დაფშვენით ყველი, თუ საჭიროა მოაყარეთ ცოტა მარილი. კარგ ყველს არ უნდა სჭირდებოდეს დამატებით კვერცხის ან ცხიმის შერევა.

ცომი და ყველი თანაბარ გუნდებად გააყავით. ცომს აცალეთ ხელახალი ამოფუება 10-15 წუთით.შემდეგ გააბრტყელეთ, მიეცით მრგვალი ფორმა, მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხში არეული გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ გაზქურაში და გამოაცხეთ სანამ არ დაიბრაწება

ტეგები:
ცომი ყველი სამეგრელო ნანახია: 155562