სწრაფად მოსამზადებელი ცომი ღვეზელებისთვის
სწრაფად მოსამზადებელი ცომი ღვეზელებისთვის
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ჩ.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 200 - 220 გ
  • ხაჭო - 250 გ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
ცომის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და აურიეთ. მიიღებთ რბილ ცომს, რომელიც ხელს ეკრობა.
ცომი გადაიტანეთ ფქვილიან დაფაზე და გაყავით თანაბარ ნაწილებად. თხლად გააბრტყელეთ და ჩაუდეთ სასუველი გულსართი. მოუკარით თავი, მიეცით ღვეზელების ფორმა და გამოაცხეთ ზეთიან ტაფაზე.

ღვეზელები საკმაოდ სწრაფად ცხვება, ამიტომ ჯერ ყველა ღვეზელი გაამზადეთ და შემდეგ შეწვით.

გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად.

გაითვალისწინეთ:

ეს ცომი ღუმელში გამოსაცხობი ღვეზელებისთვის არ გამოდგება.

არ უხდება ტკბილი გულსართი, მხოლოდ მარილიანი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სასურველი გულსართი: სოკო, კარტოფილი, ბრინჯი, კომბოსტო, ძეხვეული, კვერცხი, ხორცი

ღვეზელები გემრიელია ცივიც და ცხელიც


ტეგები:
ღვეზელი ცომი ხაჭო ნანახია: 37863