კარტოფილის საუცხოო გარნირი ლიმონით და ნივრით
კარტოფილის საუცხოო გარნირი ლიმონით და ნივრით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
კარტოფილი ლიმონით და ნივრით ძალიან უხდება ღუმელში შემწვარ ნებისმიერ ხორცს. თუმცა შეგიძლიათ ხორცის გარეშე მიირთვათ თუ მარხულობთ ან ვეგეტარიანელი ხართ

ინგრედიენტები

  • ნიორი - 1 თავი
  • ლიმონი - 1 პატარა
  • ზეითუნის ზეთი - 50 მლ
  • კარტოფილი - 1 კგ
  • მარილი
მომზადების წესები
მსხვილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი  მარილიან წყალში 10 წუთი ადუღეთ. ნიორი დაშალეთ კბილებად და გაფცქვენით.

ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე, ღუმელის ტაფაში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და გააცხელეთ. გადაწურული  კარტოფილი ჩაყარეთ ცხელ ზეთში და შეანჯღიეთ, რომ ცხიმი ყველგან მოხვდეს. შეწვით ღუმელში 30-40 წუთი, წვის დროს 1-2-ჯერ ამოურიეთ  და  თან დაამატეთ ნივრის მთლიანი კბილები.

ლიმონის ცედრა, წვენი და სხვა სასურველი სანელებელი უკვე მზას უნდა დაამატოთ და ღუმელიდან პირდაპირ სუფრასთან მიიტანოთ
ტეგები:
კარტოფილი ლიმონი ნანახია: 36455