კანჭი კარგად გავრეცხოთ, კანი დავსეროთ, ჩავდოთ ღრმა ჭურჭელში და დავასხათ ლუდი. თავზე გადავაფაროთ და 1 ღამე მაცივარში გავაჩეროთ. რამდენჯერმე გადავაბრუნოთ, რომ მარინადი ყველა მხრიდან თანაბრად მოხვდეს. როზმარინის ტოტების ნაწილი, მარილი, ნიორი და წიწაკა ერთად დავნაყოთ. კანჭს რამდენიმე ადგილას ღრმა ჭრილი გავუკეთოთ. ამ ჭრილებშიც და გარედანაც კარგად შევაზილოთ არომატული ნარევი. კანჭი ჩავდოთ ტაფაში, დავასხათ იმ ლუდის ნაწილი, რომელშიც დავამარინადეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2.5-3 საათით შევდოთ. ხშირ-ხშირად ვასხათ თავისივე გამოშვებული წვენი და ასევე დარჩენილი ლუდი. მზა კანჭს ხორცი თხელ ნაჭრებად ავათალოთ და სასურველ ბოსტნეულის სალათასთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.