შოკოლადის და ფორთოხლის ტორტი
შოკოლადის და ფორთოხლის ტორტი
დრო 180წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

დამატებით:
  • ფორთოხლის ჯემი/მარმელადი - 1 ქილა (250 გ)
  • ნაღები 35 % - 150 გ
  • შავი შოკოლადი - 170 გ
გარე კრემი-განაში
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • შაქრის პუდრი - გემოვნებით
  • კრემ-ყველი - 150-200 გ
  • ნაღები 35 % - 200 მლ
შიდა კრემი
  • კაკაო - 2 ს.კ, თავიანი
  • მარილი - მწიკვი
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 6
  • შაქარი - 220 გ
  • ბისკვიტისთვის:
  • ფორთოხალი - 1 წვენის გამოსაწურად
  • ვისკი
მომზადების წესები
მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა მარილთან ერთად ავთქვიფოთ ღრუბელივით. შევათქვიფოთ შაქარი. ათქვეფილ ბეზეს მასას დავამატოთ კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, ზეთი. შემდეგ, მიქსერი გარეშე ფრთხილად შევურიოთ ფქვილი და კაკაო. მიღებული ცომი ჩავასხათ 26-28 სმ დიამტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ბისკვიტი გავაციოთ და გავჭრათ სამ ნაწილად.

სანამ ბისკვიტი ცივდება, კრემები მოვამზადოთ:

პირველი კრემისთვის, რომელიც შიგნით უნდა წავუსვათ ავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი და შევურიოთ გამდნარი, გაგრილებული შოკოლადი. ცალკე ავთქვიფოთ კარგად გაცივებული ნაღები და შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს ფრთხილად შევურიოთ. თუ კრემის სიტკბო საკმარისი არ არის, შაქრის პუდრი დავამატოთ.

განაშისთვის ცხელ ნაღებში ჩავყაროთ დამტვრეული შოკოლადი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და მაცივარში გავაციოთ რამდენიმე საათით.

ერთი ფორთოხალი გამოვწუროთ და დავამატოთ 2-4 ს.კ ვისკი ან კონიაკი. ამას გამოვიყენებთ დასანამად.
ბისკვიტის პირველი ფენა დავნამოთ ფუნჯის დახმარებით, წავუსვათ კრემ-ყველისა და ნაღების კრემი. დავადოთ მეორე ფენა, ესეც დავნამოთ და წავუსვათ ფორთოხლის მარმელადი. დავადოთ მესამე ფენა, დავნამოთ.
გარედან წავუსვათ შოკოლადის განაში. თუ ძალიან გაცივდა, ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ.

მზა ტორტი მოვრთოთ ხილით ან ისევ შოკოლადით.