უგემრელესი კიში ინგლისელი შეფის რეცეპტით
უგემრელესი კიში ინგლისელი შეფის რეცეპტით
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ჩვენი ჟურნალის სტუმარი გახლავთ ინგლისელი მზარეული პოლ ედგარი, რომელიც ამ ინდუსტრიაში უკვე 10 წელია მუშაობს. ამჟამად იგი თბილისში იმყოფება და გარკვეული ხნით საქართველოში აპირებს დარჩენას. პოლ ედგარმა 18 წლის ასაკში მიიღო სერთიფიკატი ინგლისში, შემდეგ იგი ცხოვრობდა და მუშაობდა საფრანგეთში, ტაილანდსა და დანიაში. მოგზაურობისას, ცხადია, შეისწავლა ადგილობრივი სამზარეულოც და მანამდე დახელოვნებულ ინგლისურ, ინდურ და საერთო ევროპულ კერძებს ახალი რეცეპტებიც შემატა. პოლს დიდი იმედი აქვს, რომ დახელოვნდება ქართულ სამზარეულოშიც, რომლითაც ნამდვილად აღფრთოვანებულია და განსაკუთრებით უნდა ხინკლის დამზადების სწავლა. მისი ჰობია კითხვა და მოგზაურობა. განსაკუთრებით დაინტერესებულია მეოცე საუკინის კინემატოგრაფიითა და მუსიკით. პოლმა ჩვენს მკითხველს ფრანგული ღვეზლის - კიშის - რეცეპტი გაუზიარა, რომელსაც სიამოვნებით გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • რძე - 150 მლ
  • ბეკონი - 200 გ
  • ნაღები - 200 გ
შიგთავსი:
  • ცოტა წყალი
  • მარილი
  • ფქვილი - 350 გ
  • კარაქი - 200 გ
ცომი:
  • ყველი ჩედარი - 150 გ
  • ყველი ემენტალი - 100 გ
  • კვერცხი - 6
  • პამიდორი - 1
  • მარილი
მომზადების წესები
1. ცომის მოსამზადებლად დარბილებული კარაქი დაჭერით ოთხკუთხედებად და ხელით შეურიეთ ფქვილს, სანამ მასა პურის ნამცეცებს არ დაემსგავსება. შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ისეთი ცომი, რომ ხელზე არ მიგეკროთ, მაგრამ რბილი იყოს. ცომისგან გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და 1 საათით შედეთ მაცივარში, რათა კარგად გაბრტყელდეს.

2. ცომი ფქვილით დაფარულ ზედაპირზე გააბრტყელეთ, გადაკეცეთ და კვლავ გააბრტყელეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. ასე მომზადებული ცომი იქნება უფრო მსუბუქი. შემდეგ გაბრტყელებული ცომი მრგვალ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ, ჩანგლით დახვრიტეთ და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. შემდეგ გამოიღეთ და დაელოდეთ, რომ გაცივდეს.

3. ბეკონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და შეწვით, სანამ ყავისფერს არ მიიღებს. ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაამატეთ რძე, ნაღები, მარილი და პილპილი და ჩაასხით უკვე გამომცხვარ ფორმაში. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და ბეკონი. პამიდორი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და ზემოდან მოაწყვეთ. ღუმელს დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიში გამოაცხვეთ 30-40 წუთის განამავლობაში ან მანამდე, სანამ კვერცხი არ გამაგრდება - ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ ოდნავ გაამოძრავოთ ნამცხვრის ფორმა და თუ კვერცხი შიგნით ილაყლაყებს, ესე იგი მომზადება აკლია. კიში გააგრილეთ დაახლოებით 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.


ტეგები:
ნაღები ფხვიერი ცომი კიში ყველი ნანახია: 3656