უკრაინული ბორშჩი
უკრაინული ბორშჩი
დრო 180წთ
ულუფა 10
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი
ბორშჩი უკრაინული წვნიანია, ფართოდაა გავრცელებული სლავურ ქვეყნებში, ძალიან პოპულარულია საქართველოშიც. ჩვენ ერთ-ერთ გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი - 1
  • ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი - 10 მარცვალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • კარტოფილი - 3
  • დაფნის ფოთოლი - 2
  • ძმარი - 1 ს.კ
  • ტომატ-პასტა - 2 ს.კ
  • კომბოსტო - 300 გ
  • ხახვი - 2
  • სტაფილო - 2
  • საქონლის ხორცი - 600 გ, ძვლიანი და ცხიმიანი ნაჭერი
  • ნიახური - 1 კონა
  • ოხრახუში და კამა - 1-1 კონა
  • შაქარი - 1 ს.კ
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ, დავასხათ 3 ლ წყალი და ვხარშოთ, მოდუღებისას კარგად მოვქაფოთ. P
პარალელურად მოვამზადოთ ბოსტნეული: ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კომბოსტო დავჭრათ თხელ მოგრძო ნაჭრებად, კარტოფილი – საშუალო ზომის კუბიკებად.
წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ ბულიონიდან მოხდილ ცხიმში, დავუმატოთ შაქარი და ცოტა მარილი. თუ მასა ძალიან ჩასქელდა, დავამატოთ ცოტაოდენი ბულიონი ტომატპასტის გასახსნელად.
როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, ბულიონი გადავწუროთ, თუ ძალიან დაიკლო ხარშვისას, მდუღარე წყალი დავამატოთ.
დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, პილპილი, ბაჰარი, მარილი და დავდგათ ცეცხლზე. 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ ტომატპასტასთან ერთად მოშუშული ხახვი და სტაფილო, 10 წუთის შემდეგ კომბოსტო და წვრილად დაჭრილი ნიახური, 5 წუთის შემდეგ ძმარში არეული ჭარხალი, 2 წუთი ვადუღოთ, ჩავამატოთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.
ადუღებისთანავე გამოვრთოთ და 2-3 წუთი ასე დავტოვოთ თავდახურული. ხორცი გადავანაწილოთ ღრმა თეფშებზე და დავასხათ წვნიანი. ივირთვათ არაჟანთან ერთად.
რჩევა
ბორშჩის მომზადება დამოკიდებულია იმაზე თუ რა დრო დაჭირდება ძროხის ხორცის მოხარშვას.