ბუჟენინა - ძალიან ადვილი და გემრიელი
ბუჟენინა - ძალიან ადვილი და გემრიელი
დრო 90წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ნიორი
  • ღორის რბილი ხორცი - 700გ - 1 კგ
  • დაფნის ფოთოლი
მომზადების წესები
ხორცი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ნიორი ფირფიტებად დავჭრათ. ხორცს გავუკეთოთ ღრმა  ჭრილები, შიგნით მარილის და პილპილის ნარევი ამოვუსვათ, შემდეგ კი ნივრის ნაჭრები ჩავალაგოთ.

შემდეგ მოვამზადოთ არომატული ნარევი: დაფნის ფოთოლი დავფშვნიტოთ, დარჩენილი ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ამ ყველაფერს მარილი  და პილპილი. ეს ნარევი წავუსვათ გარედან ხორცს, გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე 1-1.5 საათი ვწვათ.

მზა ხორცი ფოლგაშივე გავაციოთ. დავჭრათ თხლად და ცივად მივიტანოთ სუფრასთან
ტეგები:
ხორცი ღორის ხორცი ბუჟენინა ნანახია: 25711