კურდღელი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და დავჭრათ ულუფებად.დავჭრათ ხახვი და ნიორი. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, დავბრაწოთ კურდღლის ნაჭრები.შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ სოკო ( შეგვიძლია მის გარეშეც გავაკეთოთ.)დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. 5-10 წუთში დავასხათ არაჟანი, ავურიოთ და დავამატოთ ბულიონი. ჩავამატოთ ქონდარი, მარილი და პილპილი. ჩავაბრუნოთ ხორცის ნაჭრებიც და ხელახლა წამოვადუღოთ.ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება. გარნირად მოვამზადოთ პიურე, ბრინჯი და ა.შ.