ფქვილის საერთო რაოდენობიდან ავიღოთ ცოტაოდენი და ზომიერად დარბილებულ კარაქს შევაზილოთ, მივცეთ ოთხკუთხა, დაბრტყელებული ფორმა.დარჩენილ ფქვილს ჩავამატოთ მარილი, არაყი ან ძმარი, სურვილის შემთხვევაში კვერცხიც. შემდეგ დავასხათ წყალი და საშუალო სიმაგრის ცომი მოვზილოთ. ცომი ოთხკუთხა ფორმით გავაბრტყელოთ და ზედ დავადოთ კარაქის ოთხკუთხედი ისე რომ კარაქის კუთხეები ცომის გვერდებთან მოხვდეს და არა კუთხესტან (დააკვირდით ფოტოს) გადავუკეცოთ ცომს კუთხეები კონვერტისებურად და გავაბრტყელოთ. სამად გადავკეცოთ და კიდევ გავაბრტყელოთ. გავიმეოროთ იგივე სამჯერ, ვიმუშავოთ სწრაფად. შუალედებში, თუ კარაქი მეტისმეტად დარბილდა ცომი მაცივარში უნდა შევდოთ 15 წუთით. მზა ცომი შეგვიძლია გამოვიყენოთ მაშინვე ან გავყინოთ.