კომბოსტოს ფხალი ნიგვზით
კომბოსტოს ფხალი ნიგვზით
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • უცხო სუნელი - 2/3 ს.კ
  • ძმარი
  • ხახვი - 1-2 თავი
  • ნიგოზი - 1-1.5 ჭიქა
  • კომბოსტო - 1 მომცრო თავი
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • ბროწეულის მარცვლები
  • მარილი
  • წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
კომბოსტო მოვხარშოთ, გავაციოთ და ხორცსაკეპში გავატაროთ. შემდეგ გავწუროთ. დავამატოთ გატარებული ნიგოზი, გატარებული ხახვი, ძმარი, უცხო სუნელი, მარილი, ხმელი ქინძი და წითელი წიწაკა გემოვნებით. შევაზავოთ ძმრით და დავაყაროთ ბლომად ბროწეულის მარცვლები