მთელ-მთელი გრძელი მაკარონი (როტინი) ჩავყაროთ მარილიან წყალში და ნახევრად მოვხარშოთ. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ფარშს ჩავამატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 50გრ. საფანელი და ავურიოთ. ფარში დავამარილოთ, მოვაყაროთ პილპილი და კარგად ავურიოთ. პერგამენტის ქაღალდს ან ფოლგის ნაჭერს წავუსვათ მცენარეული ზეთი და მოვაყაროთ დარჩენილი საფანელი. პერგამენტზე თანაფარ ფენად გავანაწილოთ ფარში (დაახ. 1 სმ. სისქეზე), მივცეთ სწორკუთხა ფორმა. ფარშის ფენა სიგრძით უნდა უტოლდებოდეს იმ ყალიბის სიგრძეს, რომელშიც უნდა გამოვაცხოთ. ხორცის ფენის შუა ნაწილში დავალაგოთ მაკარონი ერთ კონად და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. პერგამენტის გვერდები ავწიოთ და ხორცის ფენა შევაერთოთ რულეტივით. გადავიტანოთ პერგამენტიანად გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ მაიონეზი. მოვათავსოთ წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახ. 35-40 წუთი. გავაგრილოთ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად შეიძლება მომზადდეს საქონლის ან შერეული ფარშითაც