დრო
0წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ზეთისხილი
- პამიდორი
- მაგარი ყველი, გახეხილი - 200 გ
- მაიონეზი
- წითელი ხახვი - 1
- სტაფილო - 200 გ
- მოხარშული ქათმის ხორცი - 400 გ
- მოხარშული კვერცხი - 4
- მწყრის კვერცხი, მოხარშული
- კიტრი
- ბოლოკი
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ წვრილად, ფილე კუბიკებად, სტაფილოგავხეხოთ მსხვილად.
კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე გავხეხოთ.
სალათი უნდა ავაწყოთ ნალის ფორმით, თან თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა.
1-ლი ფენა - გახეხილი ცილა და მაიონეზი.
მე-2 ფენა - ქათმის ფილე, ხახვი და მაიონეზი.
მე-3 ფენა სტაფილო და მაიონეზი.
მე-4 ფენა კვერცხის გული. ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი და სალათა მაცივარში შევინახოთ.
სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ მწყრის კვერცხებით, პამიდვრის ვარდებით, ბოლოკისა და კიტრის ფიგურებით, ნაპირზე კი შემოვუწყოთ ზეთისხილი