სადღესასწაულო თაფლის ტორტი
სადღესასწაულო თაფლის ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 350 გ
  • არაჟანი - 500 გ
კრემი:
  • ფქვილი - 400 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • თაფლი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2
  • შაქარი - 100 გ
  • კარაქი - 120 გ
ცომისთვის;
  • შაქარი - 100-150 გ
  • ნიგოზი და შავი ქლიავის ჩირი - გემოვნებით
მომზადების წესები
ვაკეთებთ 24 სმ დიამეტრის 6 ფირფიტას.

ცომის ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა, პატარა ქვაბით ორთქლის აბაზანაზე დადგით. თან პერიოდულად ურიეთ რომ ერთგვაროვანი მასა გახდეს, მაგრამ არ აადუღოთ. შემდეგ გადმოვიღოთ, ფქვილი შევურიოთ და კოვზით მოვურიოთ. მივიღებთ თხელ, წებოვან ცომს.
უკეთესია, თუ ცომს რამდენიმე საათით მაცივარში დავდებთ.
ქაღალდჩაფენილ ფორმაში ჩავდოთ 2 ს.კ ცომი და დასველებული ხელით გავაბრტყელოთ შიგვე. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 7-8 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ასე ვაცხობთ 5 ფენას. მეექვსე შესაძლოა უფრო პატარა და არატანაბარი გამოვიდეს, მაგრამ ის დასაფხვნელად გვჭირდება.

კრემისთვის ავთქვიფოთ არაჟანი და შაქარი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ.

კრემი წავისვათ ფენებს, შეგვიძლია ჩავაყოლოთ დაფქული ნიგოზი და წვრილად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირიც.

მეექვსე ფენა დავფხვნათ და მოვაყაროთ ტორტს ზემოდან და გვერდებზე

ტეგები:
კრემი ნაღები თაფლი არაჯანი ნანახია: 8429