ქათმის რულეტები სოკოთი
ქათმის რულეტები სოკოთი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ამ რულეტებში სხვადასხვა გულსართი შეგიძლიათ ჩადოთ, მაგრამ ამჯერად სოკოს გთავაზობთ

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • საფანელი
  • კვერცხი - 2
  • ყველი - 100 გ
  • სოკო - 200 გ
  • ქათმის ფილე - 4
  • ოხრახუში და კამა
  • კარაქი
მომზადების წესები
ქათმის ფილე სიბრტყეზე ჩავჭრათ, ისე რომ ერთი კიდე გაუჭრელი დარჩეს. კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

სოკო და მწვანილი დავჭრათ წვრილად, ყველი გავხეხოთ. ქათმის დაბეგვილ ნაჭრებზე მოვათავსოთ გულსართი, შუაში ჩავაყოლოთ კარაქის პატარა ნაჭერი და გადავახვიოთ.

რულეტები ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან, დაბალ ცეცხლზე

რულეტის ნაჭრები შეგვიძლია მივირთვათ პიურესთან, სალათთან ან როგორც ცივი საუზმეული


ტეგები:
სოკო რულეტი ქათმის ფილე ნანახია: 15543