ტიბეტური ჩაი - დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
ტიბეტური ჩაი - დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არყის ხის კვირტები - 100 გ
  • უკვდავა - 100 გ
  • კრაზანა - 100 გ
  • გვირილა - 100 გ
მომზადების წესები
ყველა მცენარე ერთმანეთს შეურიეთ.
1 ჩაის კოვზი მცენარეების ნარევი ჩაყარეთ შუშის ან კერამიკის ჩაიდანში
დაასხით 300 გრამი მდუღარე წყალი, 20 წუთში ჩაი მზად იქნება, გადაწურეთ და დალიეთ. თუ სიტკბოს გარეშე დალევა გიჭირთ, შაქრის ნაცვლად ცოტა თაფლი ჩაამატეთ.
სასურველია მიირთვათ დილით, უზმოზე და საღამოს.

ჩაიში შემავალი ყველა მცენარე სამკურნალოა და უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.
გვირილა - ანტისეპტიკია, სპაზმებს ხსნის, ამშვიდებს...

კრაზანა - სასარგებლოა სტომატიტის, კენჭოვანი დაავადებების საწყისი სტადიის, გასტრიტის, გამონაყარის დროსშველის დაჟეჟილობას, აჩერებს სისხლდენას
კრაზანა იდეალურია გამოსავლებად - მისი ნაყენი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის უებარია, აქრობს უსიამოვნო სუნსაც.

უკვდავა - სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს

არყის ხის კვირტები -ნაღვლმდენი და შარდმდენია. გარდა ამისა, ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით. უხდება კანის დაავადებებს.

როცა მცენარეების ნარევი გათავდება, კურსიც ამოწურულია. შეისვენეთ 6 თვე, შემდეგ კი 2 წელი
ტეგები:
ჩაი ნანახია: 14916