თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვაჭრათ თავი და კუდი. მოვამზადოთ მარინადი: ქვაბში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩაი, ხახვის ფურცლები დავასხათ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და გადავწუროთ. თევზი ემალის ან მინის ჭურჭელში ჩავალაგოთ, დავასხათ მარინადი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, შედარებით გრილ ადგილას, 4 დღე, თავდახურული. ყოველ დღე, დილა-საღამოს, თევზი გადავაბრუნოთ. ამის შემდეგ ამოვიღოთ მარინადიდან და სხვა ჭურჭლით შევინახოთ მაცივარში. განსაკუთრებით გემრიელია მოხარშულ კარტოფილთან, სოკოსთან ან კომბოსტოსთან ერთად. .