კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ და ამოვაჭრათ გული სპეციალური საჭრელით ან დანით.ფარშს დავამატოთ მარილი, პილპილი და ნიორი.ამოვავსოთ კარტოფილი ფარშით, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ამასობაში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავამატოთ ტომატის პასტა და სულ ცოტა წყალი. როცა კარტოფილი სანახევროდ მზად იქნება, დავამატოთ სოუსი და განვაგრძოთ შუშვა.ბოლოს მოვაყაროთ მწვანილი.