ჩაშუშული - ადვილი და გემრიელი საოჯახო სადილი
ჩაშუშული - ადვილი და გემრიელი საოჯახო სადილი
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი
  • პამიდორი - 3-4 ცალი
  • დაფნის ფოთოლი - 1-2
  • ხახვი - 1-2 თავი
  • საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
  • ქინძი, რეჰანი, ოხრახუში
  • ქონდარი
მომზადების წესები
ხორცი დავჭრათ მოგრძოდ, შევურიოთ დაჭრილი ხახვი, გადავიტანოთ ქვაბში და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ მოსაშუშად. დავამატოთ სულ ცოტა წყალიც. თუ სითხე აორთქლდა და ხორცი მზად არ არის, დავამატოთ კიდევ ცოტა წყალი.

როცა ხორცი მზად იქნება, დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი, დაფნა, ნიორი, ქონდარი, წიწაკა და კიდევ 10-15 წუთი ვშუშოთ.

ბოლოს დავამატოთ მარილი, დაჭრილი მწვანილი.