კარტოფილის ფუმფულა ოლადები
კარტოფილის ფუმფულა ოლადები
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1
  • მწვანე ხახვი - 2-3 ღერი
  • გახეხილი ყველი - 2/3 ჭიქა
  • კარტოფილის პიურე - 2-3 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
თასში აურიეთ კარტოფილის პიურე, ყველი, მწვანე ხახვი, კვერცხი, მარილი, პილპილი და 3 ს.კ ფქვილი. გააკეთეთ გუნდები და 1 სმ სისქეზე დააბრტყელეთ.
თითოეული ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. კარგად დაბრაწეთ, ტაფას თავზე ნუ დაახურავთ.

მიირთვით არაჟნით, ზემოდან მოაყარეთ მწვანე ხახვი.

თუ პიურე თხელია, შეგიძლიათ მეტი ფქვილი დაამატოთ, ხოლო თუ სქელია, კვერცხი ან ცოტა რძე.