რძე ჩავასხათ სუფთა ჭურჭელში. თუ სოფლისაა, წამოვადუღოთ, მაღაზიისას არ სჭირდება ადუღება. გავაგრილოთ, დავამატოთ არაჟანი ან კეფირი, დავახუროთ და დავტოვოთ სითბოში 1 დღე ღამე. რძე უმჯობესია ცხიმიანი შევარჩიოთ, უცხიმო რძისგან უგემური ხაჭო გამოდის. 24 საათის შემდეგ რძე დამჟავდება: ცალკე გავა სითხე და ცალკე სქელი, კრემოვანი მასა. მინიმალურ ცეცხლზე გავათბოთ რძე, მაგრამ ძალიან ნუ გავაცხელებთ. დავტოვოთ 20-25 წუთი.საწურში ჩავაფინოთ რამდენიმე ფენა მარლა და გავწუროთ რძის მასა. 2-2.5 საათის შემდეგ მარლაში მხოლოდ მზა ხაჭო დარჩება.პ.ს. ეს ხაჭოს მომზადების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. ზოგიერთი მეთოდის მიხედვით, რძეში კალციუმს ასხამენ, ზოგის მიხედვით მაწონს. არსებობს ყველაზე მარტივიც: კეფირს ყინავენ, შემდეგ კი მარლაშივე ადნობენ, სადაც ხაჭოს მასა გროვდება.ხაჭოსგან გამოსულ შრატს ნუ გადაღვრით - ის არაჩვეულებრივია ცომეულში. გამოიყენეთ წყლის ნაცვლად პურის, ხაჭაპურის და სხვა ტიპის საფუვრიან ცომში.