შოკოლადის ნამცხვარი ჟოლოს ჯემით და ნიგვზით
შოკოლადის ნამცხვარი ჟოლოს ჯემით და ნიგვზით
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 100 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შოკოლადი - 200 გ
ცომი:
მინანქარი:
  • შოკოლადი - 100 გ
  • კარაქი - 80 გ
  • რძე - 40 მლ
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, შევურიოთ კარაქი.

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი მუსის მაგვარ კონსისტენციამდე. დავამატოთ ვანილი, ფქვილი, სოდა. კარგად ავურიოთ.

შემდეგ დავაატოთ შოკოლადი და გადავიტანოთ ფორმაში. ვაცხოთ 40-50 წუთი.

მინანქრისთვის შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ კარაქთან და რძესთან ერთად.

გაციებულ ნამცხვარს ზემოდან ჟოლოს ჯემი გადავუსვათ, ნიგოზი მოვაყაროთ და შოკოლადი დავასხათ. შევდოთ მაცივარში 1 საათი.