ჯანჯაფილი გავასუფთაოთ და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. 1 ლიმონიც შუაზე გავჭრათ, მეორე კი ფირფიტებად. სასმლის მომზადება შეიძლება პირდაპირ ჭიქაშიც, ან ჩაიდანში, ყველასთვის ერთიანად. ჩაყარეთ საჩაიეში ჯანჯაფილი, დაჭრილი ლიმონი, მეორე ლიმონის ნახევრიდან ჩაწურეთ წვენი. ეს ყველაფერი მსუბუქად დასრისეთ კარტოფილის საჭყლეტით ან კოვზით და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დაამატეთ თაფლი გემოვნებით. ზამთრის შესანიშნავი ცხელი სასმელი მზადაა.