ცილისგან ავთქვიფოთ მკვრივი ბეზე. დავამატოთ შაქარი, შემდეგ სათიტაოდ გულები,სოდა ლიმონის წვენით, თაფლი და ბოლოს ფქვილი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად, ერთს დავამატოთ ყავა, მეორეს კაკაო, მესამეს ვანილი. ვაცხობთ ქაღალდჩაფენილ თუნუქის ფურცელზე, 180 გრადუსზე სამ ფენად. მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ კარაქი, შემდეგ შევურიოთ მოხარშული და ჩვეულებრივი შესქელებული რძე. . დავამატოთ ვანილი და ყავა.სამივე ფენას წავუსვათ კრემი, შუაში თეთრი ბისკვიტი მოვაქციოთ. ზედა ფენას, კრემის შემდეგ დაჭრილი მოხალული ნიგოზი ან თხილი მოვაყაროთ და შოკოლადით გავაფორმოთ.ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია ღუმელის სტანდარტული ზომის თუნუქის ფურცლისთვის. შეგიძლიათ რაოდენობა გაანახევროთ.