სადღესასწაულო სალათა
სადღესასწაულო სალათა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მჟავე კიტრი - 2
  • მოხარშული კარტოფილი - 4
  • მოხარშული კვერცხი - 4
  • ყველი - 150 გ
  • ლორი - 200 გ
  • ქათმის ფილე - 300 გ
  • მაიონეზი
  • სოკო - 300 გ
  • ხახვი - 1
მომზადების წესები

სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად ცოტა ცხიმში. კარტოფილი და ყველი გავხეხოთ, ფილე, კვერცხი, ლორი და კიტრი წვრილად დავჭრათ.
ავაწყოთ სალათა ფენებად: კარტოფილი, სოკო, ხორცი, კიტრი, ლორი, ყველი, კვერცხის ცილა და კვერცხის გული. ფენებს შორის წაუსვით მაიონეზი და დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

სალათა მოვრთოთ ზეთისხილის, ტკბილი წიწაკის, მოხარშული სტაფილოს ყვავილებით, მწვანილით და ა.შ.