ღუმელში გამომცხვარი ასფურცელა კარტოფილი
ღუმელში გამომცხვარი ასფურცელა კარტოფილი
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ქონდარი
  • გახეხილი ყველი - 70 გ
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 70 გ
  • კარტოფილი - 7
  • როზმარინი
მომზადების წესები
კარტოფილი გავთალოთ და გავრეცხოთ. გავუკეთოთ ჭრილები, ისე რომ ძირი არ გავუჭრათ. კარტოფილები ფრთხილად გავშალოთ, გადავხსნათ და ჩავალაგოთ კარაქწასმულ ფორმაში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ხმელი ქონდარი ან როზმარინი. თითოეულ კარტოფილზე დავდოთ კარაწის თხელი ფირფიტა.

შევწვათ 180 გრადუსზე 35-40 წუთი, შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კიდევ რამდენიმე წუთით შევაბრუნოთ ღუმელში.

მზას, შეგვიძლია დაჭრილი კამა ან მწვანე ხახვი მოვაყაროთ და მაშინვე მივირთვათ.
ტეგები:
კარტოფილი ბოსტნეული ნანახია: 39612