ქათამი ღვინით - მედიტერანული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი
ქათამი ღვინით - მედიტერანული სამზარეულოს უგემრიელესი კერძი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • დაფნის ფოთოლი
  • ბულიონი - 2 ჭიქა
  • თეთრი ღვინო - 1 ჭიქა
  • ხახვი - 1
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეთისხილი - 10-12 ცალი, მწვანე ან იისფერი
  • ზეითუნის ზეთი
  • ფქვილი
  • ქათამი - 1, საშუალო ზომის
  • პამიდორი - 2-3
  • მარილი
მომზადების წესები
ქათამი გარეცხეთ და დაჭერით, ამოავლეთ ფქვილში ნაჭრები და დაბრაწეთ ზეთში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორიც.

შემდეგ ქათამს დაასხით 1 ჭიქა ღვინო და 2 ჭიქა ბულიონი, ჩაამატეთ დაფნა და წითელი წიწაკა.
შუშეთ ქათმის დარბილებამდე, შემდეგ დაამატეთ ზეთისხილი, , წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. რამდენიმე წუთში, როცა პამიდორიც დარბილდება, კერძი მზადაა. მოაყარეთ სასურველი მწვანილი: ქონდარი, ოხრახუში, ბაზილიკი, რეჰანი